წინუბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილის შესახებ ღონისძიება გაიმართა
12-04-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის წინუბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 


ღონისძიებაზე მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს ლექსები მიუძღვნეს, გაიხსენეს  დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. 


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.


1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 


იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203