ხიდისთავის საჯარო სკოლაში ღონისძიება - ,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ გაიმართა
12-04-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ხიდისთავის საჯარო სკოლაში ღონისძიება - ,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ გაიმართა. 

სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპული  ნატო გიორგაძის საფლავი.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203