თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში „მე ვწერ ქართულად“ მონაწილეობს
12-04-2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-თან თანამშრომლობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX კლასის მოსწავლეთათვის კონკურსი სახელწოდებით „მე ვწერ ქართულად“ გამოცხადდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობა მიიღეს ამ კონკურსში. 4 აპრილს გაიმართა პირველი ეტაპი, მონაწილეობდა ათი მოსწავლე. ჩავუტარეთ საშუალაო სართულის 150 სიტყვის მოცულის ტექსტის კარნახი შეზღუდულ დროში. საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლინდა პირველი რაუნდის გამარჯვებული ერთი კანდიდატი კიმიკ ელოიანი. ის გადავიდა მეორე რაუნდში, რომელიც გაიმართა 8 აპრილს, პირველ საათზე რესურსცენტრში.

თორიის საჯარო სკოლის ცნობით, დაწერეს რთული ტექსტი 150 სიტყვის მოცულობით, რომელშიც იყო ისეთი სიტყვები, რომელიც არ იყო მოსწავლეთა ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკონში.

დასკვნითი ტური ჩატარდება 14 აპრილს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები. კონკურსის მიზანი იყო სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლთათვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება წახალისება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203