ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
12-04-2019

ხობის მუნიციპალიტეტის, ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ანა ონიანი ხელმძღვანელობდა.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  9 აპრილი - „ დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია -  თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი გმირების  ხსოვნას და მადლობა გადაუხადეს მათ თავისუფლებისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203