საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლას ,,ბასტი-ბუბუს“ სტუდიიდან ბასტი და ბუბუ ეწვივნენ.
მათ სკოლაში დიდი ჟრიამულება და მხიარულება გამოიწვიეს და ერთი ჩვეულებრივი დღე ბედნიერების და სიხარულის არაჩვეულებრივ დღედ იქცა პატარებისათვის. ისინი ემოციებს ვეღარ მალავდნენ.
ასეთი სიურპრიზი ბავშვებს სარეკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ქეთევან ცაბაძემ მოუწყო, „ბასტი-ბუბუ“ სტუდიასთან მეგობრული ურთიერთობების წყალობით.
„საჩხერის რაიონს „ბასტი ბუბუსთან“ თანამშრომლური ურთიერთობები აკავშირებს, რადგან „ბასტი-ბუბუს“ სტუდია ბოლო 6 წლის მანძილზე ყოველ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩამოდის საჩხერეში და კულტურის სახლის სცენაზე კონცერტს მართავს, თამამდ შეიძლება ითქვას, რომ კონცერტები ანშლაგით მიდის. ამ საჩუქარს საჩხერელ ბავშვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ჩუქნის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები