ჭიათურის მუნიციპალიტეტის წასრის საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებაში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს.
აქცია „გავალამაზოთ დედა-ბუნება“ ქიმიის პედაგოგის ამირან ხვედელიძის ინიციატივით ჩატარდა.
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიტანეს ნერგები და დიდი ენთუზიაზმით დარგეს სკოლის ეზოში.
სკოლის ეზოს სიმწვანეს კიდევ მეტი მშვენება შეემატება.
იხილეთ ფოტოები