ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ბელა გურიელმა მე-8 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დადგა სპექტაკლი დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“.
მოსწავლეებმა: ლუკა თორიამ, საბა ხაბურზანიამ, ზურაბ ცანავამ, ლიზი შაყლანძემ, ანა კანკავამ და ანი ჭეჟიამ გააცოცხლეს მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელმოკლე აზნაურთა სახელები და მათი ტრაგიკომიკური ცხოვრება გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმ, ია ბერაიამ IX კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დადგა ნოდარ დუმბაძის „ბოშები“. მოსწავლეებმა: თამარ ნანავამ, საბა ხუფენიამ, ნინი ოთხოზორიამ, ნელი ჭითანავამ და ანა აგირბაიამ დიდი მონდომებითა და სიყვარულით განასახიერეს ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები.
და ბოლოს, კვირის დასასრულს, გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი ,,ტვინების ბრძოლა“. ამ კონკურსმა აღაფრთოვანა და სწავლის სურვილი აღუნთო ბევრ მოსწავლეს. კონკურსში მონაწილეობდნენ შერეული ასაკის ჯგუფები. VII-VIII კლასელებს შორის გაიმარჯვა გუნდმა „ნიჭიერები“ - კაპიტანი გიორგი მოსია, X-XI კლასელებს შორის კი გუნდმა „დიოგენე“ - გუნდის კაპიტანი ბექა ანდრიაძე.
იხილეთ ფოტოები