ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტოლის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ისტორიული მოვლენები, თავისუფლებისათვის დაღუპული გმირები, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
„9 აპრილი
„სამშობლოს არვის წავართმევთ
ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება“.
დიახ, მე ნათია ბაშალეიშვილის, თამრიკო ჭოველიძისა და სხვა იმ სულნათელი გმირების სამშობლოდან ვარ. იმ გმირების, რომლებიც 9 აპრილის გმირულად დაეცნენ. არა, კი არ დაეცნენ, ზეცად ამაღლდნენ. წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტია. ისინი ზეციური საქართველოს მხედრები გახდნენ. ვფიცავ, ამ სულნათელი გმირების ხსოვნას, რომ დღევანდელი ახალგაზრდები მოვუფრთხილდებით მაღალ ზნეობას, რომელიც გვირგვინივით უნდა ამშვენებდეს სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას“, - ნათქვამია ტოლის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები