ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელედის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის მარიამ აფაქიძის ინიციატივით, ინტელექტუალური კონკურსი „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობდა ორი გუნდი მაღალკლასელთა ჩართულობით. ღონისძიება საინტერესო და სახალისო გამოდგა.
ხელედის საჯარო სკოლაში აქტიურად ზრუნავენ სკოლის მოსწავლეების მოტივაციის გაზრდაზე, ამ მიზნით ხშირად იმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებები, მათ შორის ინტელექტუალური კონკურსები.
იხილეთ ფოტოები