ასპინძის მუნიციპალიტეტის ნიჯგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა სოფელ ნიჯგორის მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეს, მათ შორის, „მარნები“ და „ქვაბიკარი“.
ლაშქრობაზე III, IV, V, VI და VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები ლაშქრობიდან კმაყოფილები დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები