მარნეულის რაიონ ხოჯორნის მეხუთეკლასელებმა დღეს განსაკუთრებულად იმხიარულეს.
ინგლისურის გაკვეთილის თემა - პიკნიკი, მოსწავლეებისთვის რეალობად იქცა და მასწავლებელთან ერთად ბუნებაში გავიდნენ და ნამდვილი პიკნიკი მოაწყეს.
ბავშვების ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბუნებაში საუკეთესო ამინდში მსუბუქად წაიხემსეს და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს.