იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მე-6 /1 კლასში ჩატარდა გაკვეთილი ისტორიაში „ქართველი ერის გზა-ეკლიანი გზაა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“ (დამრიგებელი: ეკა ჯუღელი, ისტორიის მასწავლებელი: ბელა ხეცურიანი).
გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დაამზადეს პოსტერები.
„მათ დიდი ინტერესით ადევნეს თვალი 9 აპრილის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას და ბოლოს ქართული სიმღერის ფონზე წითელი ტიტებით შეამკეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდის პორტრეტი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
გაკვეთილს დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოები