დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის საჯარო სკოლაში, მე- 3 კლასში ხათუნა ოქრიაშვილმა ქართულ ენაში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: „ პროფესიის დღე“.
იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას ექიმის პროფესია მოსწონს, კლასმა როლური თამაშით ექიმისა და პაციენტების ამპლუა მოირგო და ოჯახის ექიმსაც ესტუმრა.
მოსწავლეებმა საჭირო რჩევები მიიღეს მისგან და მათთვის საინტერესო კითხვებიც დასვეს.
ბავშვების შეფასებით, „პროფესიის დღე“ შემეცნებითი და სახალისო გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები