წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები საქალაქო ღონისძიებაში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედია მიეძღვნა, აქტიურად ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს: ანასტასია ჩაკვეტაძემ, ლილე ჩხაბერიძემ და მარიამ ჯიმშელეიშვილმა საკრავებზე შეასრულეს სიმღერები, ხოლო საბა ქანთარიამ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს ლექსი მიუძღვნა.
სკოლის დირექტორი მაია ქობულია მადლობას უხდის მოსწავლეებს ღონისძიებაში აქტიურად ჩართვისთვის.
იხილეთ ფოტოები