უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ღონისძიება - „ქართული ენა-საამო და საგალობელი“ მიუძღვნეს
15-04-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უჯარმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა (მე-2, მე-3, მე-4, და მე-5 კლასები) დედა ენის დღეს ღონისძიება - „ქართული ენა-საამო და საგალობელი“ მიუძღვნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს და 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს.

„მოსწავლეებმა დიდი გრძნობით გამოხატეს მშობლიური ენის მიმართ სიყვარული“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203