ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „ევროპის ფონდის“ დაფინანსებითა და „ლანჩხუთის ახალგაზრდული იდეის“ კომიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა პროექტი „ვეფხისტყაოსანი და ჩვენ“, რომლის ორგანიზატორები გახლდათ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ანი ზენაიშვილი და თათია კეჭეხმაძე.
პროექტში მონაწილეობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 11 მოსწავლე. მათ მხატვრული კითხვის შესანიშნავი ოსტატობით გააცოცხლეს „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი გამონათქვამები.
ჟიურიმ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასა თითოეული კონკურსანტი.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი - ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თეა იმნაძე (მასწავლებელი: თამთა კილაძე, დამრიგებელი: ჟულიეტა ჩხაიძე).
II ადგილი - ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიანა მურვანიძე
III ადგილი - ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე.
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა ულოცავს თეას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები