ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15-04-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა.

პატარებს მეტად დამაჯერებელი და ემოციური გამოსვლა ჰქონდათ. ღონისძიების დასასრულს ცაში სიმბოლურად 21 ბუშტი აუშვეს.

ღონისძიებას  მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სკოლის დირექცია თითოეულ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებლებს მადლობას უხდის.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203