კორტანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული მოაწყვეს
15-04-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტი კორტანეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა (მასწავლებლები: მ. ლილუაშვილი, ი. შოთაშვილი, ი. ლებანიძე) დედა ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული სახელწოდებით: „ენა დედაა ერისა“ მოაწყვეს.

კვირეულის ფარგლებში მოეწყო ქართული კალიგრაფიის, მხატვრული კითხვისა და ასფალტზე ხატვის კონკურსი. აგრეთვე ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცნობილი პოეტებისა და კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები. გამოუშვეს კედლის გაზეთი: „ენა ბურჯია ერისა“. კვირეულის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები სიგელებით დასაჩუქრდნენ.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203