გეზრულის საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა
15-04-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გეზრულის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, მოსწავლეებმა სიმღერები და ლექსები წარმოადგინეს.

გაიმართა ლექსის მხატვრულად კითხვის კონკურსი, ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა როლანდ ხოჯანაშვილმა გამარჯვებულს სიმბოლური პრიზი გადასცა.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203