გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ილინეს ხეობაში ლაშრობა-ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
15-04-2019

ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგის ლელა ზაქარაიას ხელმძღვანელობით, ილინეს ხეობაში სასკოლო ტურისტული ლაშრობა-ექსკურსია  ჩატარდა.

ლაშქრობის მიზანი იყო: გასვლითი გაკვეთილის ჩატარება თემაზე: „რელიეფის ფორმები“; შხელის სალოცავის მონახულება; მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება; მოსწავლეების დაახლოების მიზნით სპორტული და გასართობი თამაშების ჩატარება.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ლაშქრობა იმაზე სასიამოვნო და საინტერესო გამოვიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. მოსწავლეებმა მოილოცეს შხელის სალოცავი, დაანთეს სანთლები, მოაწყვეს პოეზიის 5 წუთი, იქვე შექმნეს და მათი ლექსები მიუძღვნეს გლოლას და სიყვარულს.

დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი გეოგრაფიის გაკვეთილზეც, დახატეს ის გარემო, რომელსაც იქვე ხედავდნენ. დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203