თბილისის N103 საჯარო სკოლის მანანა მუჩიაშვილის III ბ კლასის მოსწავლეებმა გასვლითი გაკვეთილი „შოკოლად - მუზეუმში“ მოაწყეს.
ბავშვებმა საყვარელი ტკბილეულის შექმნის შესახებ საინტერესო ისტორია მოისმინეს. გაიგეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს შოკოლადს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
მათ საინტერესო ფილმის ნახვისა და ნატურალური ცხელი შოკოლადის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.