ახალციხის N3 საჯარო სკოლაში „ქართული ენის კვირეული“ სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული
15-04-2019

ახალციხის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. წელსაც ქართული კათედრის ინიციატივით, სკოლაში გამოცხადდა „ქართული ენის კვირეული“.

კვირის თვითოეული დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის „კალიგრაფიის კონკურსი“. კვირეულის დასასრულს სკოლაში გაიმართა ფართომასშტაბიანი ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიების დასასრულს სერტიფიკატები გადაეცათ კონკურსის I ეტაპში წარმატებით მონაწილე მოსწავლეებს, ხოლო მათ შორის გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც სახსოვრად გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203