ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა პედაგოგ ჯულიეტა შირინიანთან ერთად კედლის გაზეთზე იმუშავეს და თარიღის შესხებ ინფორმაციები მოიძიეს.
„მოსწავლეები სიფაქიზით და სიყვარულით ანთებულები მუშაობდნენ გაზეთზე. შემდეგ მათ 9 აპრილის მემორიალთან წარმოთქვეს ლექსები და ქართულ ტაძარში დაანთეს სანთლები“ - აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები