„დღე მწუხარებისა და სიხარულისა“ - ასპინძის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15-04-2019

ასპინძის საჯარო სკოლაში აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დღე მწუხარებისა და სიხარულისა“ გაიმართა.

9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს სკოლის მოსწავლეებმა, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს  სიმღერები და ცეკვები, აანთეს სანთლები.

როგორც, ღონისძიების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს 9 აპრილის გმირების გახსენებით იმ გმირების ღვაწლის აღიარებაა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს თავი.

„დღე მწუხარებისა“ - საქართველოს უახლესი ისტორიისა, როდესაც საჭირო გახდა დაღვრილიყო უმანკო სისხლი გმირებისა, რათა კიდევ ერთხელ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა.

9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სიხარულის დღე, რომელიც იყო ქართველი მამულიშვილების საოცნებო დღე და საქართველოს განვითარების დასაბამი“,-ნათქვამია ასპინძის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203