ბოდბისხევის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონფერენცია და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
15-04-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბისხევის საჯარო სკოლაში ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონფერენცია და მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ისტორიის და ხელოვნების პედაგოგები და მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები.

კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა. მოეწყო ვიდეოკადრების ჩვენება, რის შემდეგადაც მოსწავლეებმა კლიპის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ფონზე დამსწრე საზოგადოებას გადასცეს თავიანთი ხელით შექმნილი ბუკლეტები. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203