ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაყვალა ხაჩიძის ხელმძღვანელობით, მე-5(ა) კლასში ჩატარდა.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები