ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მონაწილეობით დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედა ენა, დედის ენა განძი საქართველოსი“ ჩატარდა. მასწავლებელი ნესტან თავართქილაძე გახლავთ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები იაკობ გოგებაშვილზე, სამშობლოზე, მასწავლებელზე. იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების ინსცენირება მოახდინეს.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები