დღვანის საჯარო სკოლაში დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15-04-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის დღვანს საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, ქართული ენის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა, რომ ქართული ერთ-ერთი უძველესი დამწერლობაა.

ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მონტაჟები, იმღერეს და

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203