გორის მუნიციპალიტეტის ქერეს საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშიებით სხვადსახვა სახის ღონისძიება ჩატარდა:
- განხორციელდა პროექტი თემაზე : 9 აპრილი - თავისუფლების სიმბოლო;
- მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს და 9 აპრილს ესსეები მიუძღვნეს;
- ისტორიის მასწავლებელმა, ნინო ბესტავაშვილმა ჩაატარა საუბრები აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით;
- მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი დევიზით : „არა ოკუპაციას“ - „ ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს“;
- გაიმართა სპორტული ღონისძიება მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში.
ასევე, მოეწყო აქცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, დევიზით : ,„ ბენება ჩვენი საზრუნავია“ და დასუფთავდა სკოლის შემოგარენი, დაირგო სხვადასხვა სახის მცენარე, სულ 21 ცალი. თითოეული მცენარე 9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად დარგეს.
იხილეთ ფოტოები