ოქტომბრის საჯარო სკოლაში საღამო „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო“ გაიმართა
15-04-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მედეა სურმანიძემ მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო“.  

მოსწავლეებმა წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები და ჩანახატები, შეასრულეს დედაზე სიმღერა, იები მიუძღვნეს ქალ პედაგოგებს  და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203