გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთში გაიმართა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი, ეროვნული მოძრაობაში დაღუპული, გიორგი (გოჩა) გურულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 24-ე ტრადიციული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ღია პირველობა ფეხბურთში, 2004-2005 წწ დაბადებულ სპორტსმენებს შორის.
ფინალში წარმატებით იასპარეზა დმანისის „აისი“-მ და დაიკავა პირველი ადგილი. ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ თასით, მედლებითა და სიგელებით. ამ შეჯიბრში მონაწილეობდა ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ვადიმ მამედოვი, რომელიც შესანიშნავი თავდამსხმელი იყო.
იხილეთ ფოტოები