ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული - „ენაი შემკული და კურთხეული“ დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბების ინიციატივით („მწიგნობარი“, „თვალსაწიერი“) სასკოლო კონფერენცია ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „შენ ხარ ანბანი ჩვენი ქართულ“. ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია კალანდაძე გახლდათ, მუსიკალური გაფორმება კი ნესტან ბაჯელიძის ეკუთვნოდა. კლუბის წევრებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს აუდიტორიის წინაშე და წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები