ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხორენიის საჯარო სკოლაში დირექტორის, რუბენ ვარდანიანის ხელმძღვანელობით, 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. ღონისძიების ბოლოს ისტორიის მასწავლებელმა, არმინე კირაკოსიანმა 1989 წელს დაღუპული 21 გმირის შესახებ ისაუბრა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები