მოსწავლეთა 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს - კვლევა
15-04-2019

სკოლის მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან აქვს შეხება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ცენტრის დამფუძნებელი აღნიშნავს, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევაში, მონაწილეობა 500-მა სკოლის მოსწავლემ მიიღო. 

„გამოკითხულ მოსწავლეებს შორის 55% ბიჭი იყო, ხოლო 45% გოგო. მათი ასაკი კი 14-დან 18 წლამდე იყო. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული ბიჭების 56%-ს შეხება ჰქონია აზარტულ თამაშებთან. ხოლო გოგონების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 44%-ს მოიცავს. ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად მოზარდებში აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება იზრდება“, - განაცხადა გუგა ბესელიამ.

ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხვის თანახმად, მოზარდები ონლაინ სამორინეების შესახებ ინფორმაციას 75% ინტერნეტ-რეკლამით იღებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203