მუხურჩის საჯარო სკოლაში 9 აპრილი გაიხსენეს
15-04-2019

მარტვილის რაიონ მუხურჩის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიღძვნილი აქტივობა გაიმართა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე გაიხსენეს ის ტრაგიკული ღამე და დასასრულს ყვავილებით შეამკეს გმირების მემორიალი.

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

 

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203