სავანეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის თემაზე თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
15-04-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც 9 აპრილის თემას მიეძღვნა.

თემის სახელწოდება გახლდათ „9 აპრილის საიდუმლო“ და მისი ორგანიზატორები იყვნენ ისტორიის პედაგოგები: ლამზირა ოსეფაშვილი, ამაია ფატულაევა.

თავისუფალ გაკვეთილს დაესწრნენ მოსწავლეები: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასიდან. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს 1989 წლის მოვლენათა ქრონოლოგია 1989 წლის 4 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით; გაიხსენეს საბჭოთა კავშირის სამხედრო სადამსჯელო ნაწილების ჩამოსვლა თბილისში გენერალ იგორ როდიონოვის განკარგულების წყალობით; გაიხსენეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწოდება, ქაშუეთის ეკლესიისთვის შეეფარებინათ თავი; თბილისში საპროტესტო აქციის დარბევა, მომიტინგეების ხელკეტებით ცემა, მომწამლავი ნივთიერების გაშვება და 21 ადამიანის სიცოცხლის ტრაგიკული დასასრული.

მოსწავლეებმა ნახეს კადრები მედიარესურსიდან: 9 აპრილის საიდუმლო. ასევე წაიკითხეს ლექსები.

„ჩვენს უახლეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია. თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე ეს იყო ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც მნიშვნელოვანი ეთნოფსიგოლოგიური ზეგავლენა იქონია ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაზე. არ დარჩენილა საქართველოს არცერთი კუთხე, რომელსაც თავი არ მოეყარა მიტინგზე. მიტინგის ლიდერები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები პატრიოტული გამოძახილით ამხნევებდნენ ხალხს.

1989 წლის 9 აპრილს ორგვარი დატვრითვა შეიძლება მივცეთ, ერთის მხრივ ეს არის უდიდესი ტრაგედია, ხოლო მეორეს მხრივ - სახელმწიფოებრივად და კონსტიტუციურად უმნიშვნელოვანესი თარიღი. 1991 წლის 9 აპრილის აქტის საფუძველზე საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა“,-ნათქვამია სავანეთის სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203