ხონის N2 საჯარო სკოლაში პრაქტიკული გაკვეთილი „პატარა კულინარები“ გაიმართა
15-04-2019

ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5ა კლასში საგნის „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში პრაქტიკული გაკვეთილი „პატარა კულინარები“ გაიმართა. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა თავად გაამზადეს და გააფორმეს სხვადასხვა სახის სალათები და ხილის ასორტი.

„მოსწავლეები 2 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი და ფასდებოდნენ ორი კრიტერიუმით: გემოვნება და გაფორმება, მათი ნამუშევრები შეაფასეს მასწავლებლებმა: მაია მაჭარაძემ, თეონა ჩიხლაძემ და ია კინწურაშვილმა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

გაკვეთილი კრეატიული და სახალისო გამოვიდა, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთი ნახელავის დეგუსტაცია მოაწყვეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203