გორის მუნიციპალიტეტის დიცის საჯარო სკოლაში დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.
მოსწავლეები საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტებს გაეცნენ და ისტორიული მოვლენები შემეცნებითა და მსჯელობით გააცოცხლეს.
აქტივობას საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდა და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად.