ახალციხის რაიონის ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო კონკურსში მონაწილეობენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია
edulight-ედულაითის მიერ
გამოცხადებული კონკურსის თემა - ბავშვების თვალით დანახული პრობლემებია, რომელიც ვიდეო რგოლის, ესსესა და სხვა სახით უნდა წარმოადგინონ.
ხეოთის სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლი სახელწოდებით: „ფერადი სოფლის შავ-თეთრი სევდა“, ვიდეოზე მუშაობდნენ IX კლასის მოსწავლეები, ხელმძღვანელი ქალბატონი ლელა გვრიტიშვილი.