ქალაქ თბილისის N96 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახელმწიფო ენისადმი საკუთარი დამოკიდებულება მრავალფეროვანი ნამუშევრებით გამოხატეს.
„1978 წლის 14 აპრილს რუსული იმპერიის მიერ ქართული ენა-ანბანის დამცირება-დაკნინების, აღკვეთის მცდელობა, ქართველი ინტელიგენციისა და სტუდენტი ახალგაზრდობის მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციის წყალობით, მარცხით დასრულდა. დღეს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები დიდი მონდომებით ეუფლებიან საქართველოს სახელმწიფო ენას“,-ნათქვამია თბილისის N96 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები