ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა.
„ეტალონში“ მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
შეგახსენებთ, 2018-2019 სასწავლო წელს „ეტალონი“ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.