ქვემო აკეთის სკოლის ბიბლიოთეკას მოსწავლეებმა წიგნები გადასცეს
20-03-2017

ქვემო აკეთის ბიბლიოთეკა საუკეთესოდ მოეწყო. 

მოსწავლეებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში. მათ გაიმარჯვეს პროექტში ''ჩვენ და წიგნები''. გამარჯვებულები 700 ლარის ღირებულების, მსოფლიოს საუკეთესო მწერლების წიგნებით დააჯილდოვეს. მოსწავლეებმა წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს საჩუქრად.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ბიბლიოთეკას მკითხველი არ აკლია:

''სკოლის მოვალეობა ხომ განათლებული, წიგნიერი თაობის აღზრდაა. ბიბლიოთეკის გამგე, მზია დოლიძე დიდი რუდუნებით  უვლის წიგნსაცავს და ბავშვებს მათი ასაკის გათვალისწინებით სთავაზობს სათანადო ლიტერატურას. ბიბლიოთეკას მკითხველი არასდროს არ აკლია.''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203