დედაენის დღესთან დაკავშირებით დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „დაილოცოს დედა ენის შემოქმედი“ (მასწავლებლები: ეკა ჭარელიშვილი, მარინე ქაჩლიშვილი).
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს მშობლიური ენის დაცვაზე, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე.
ღონისძიების დასასრულს საკუთარი ლექსი წაიკითხა მეექვსე კლასის მოსწავლემ ლიკა მგელიაშვილმა:
„საქართველო, სანატრელო,
ჩემო ერთო, ერთადერთო
ორ ზღვას შუა ბრწყინვალეო,
საქართველო ჩემო ღმერთო“.
იხილეთ ფოტოები