არა ბარბარიზმებს - ქობულეთის N2 საჯარო სკოლა დედა ენის დღეს აღნიშნავს
15-04-2019

დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VI ბ კლასში, გიული მჟავანაძის სადამრიგებლოში, ზოია ანანიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა ლიტერატურული წარმოდგენა გაიმართა. 

ღონისძიება ცნობილი ბიბლიოფილის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

წარმოდგენას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი ქალბატონი ნათია ნიჟარაძე, რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი მადონა გოგიტიძე, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი ტარიელ ვერულუძე, მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის ერთობლივი აქცია „არა ბარბარიზმებს“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203