ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლე თამარ ყურშუბაძე მცირე პროზისა და მინიატურების კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდა
15-04-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თამარ ყურშუბაძე მცირე პროზისა და მინიატურების კონკურსის - „ზღვაური“ საუკეთესო ათეულში მოხვდა.

კონკურსი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ არის ორგანიზებული.

თამარ ყურშუბაძეს არაერთგზის მიუღია მონაწილეობა შემოქმედებით კონკურსებში და ყოფილა გამარჯვებული. ჟიურის წევრი იაშა თანდილავამ სამახსოვროდ გადასცა საკუთარი წიგნები და დიპლომი.

სკოლის დირექცია მოსწავლეს ულოცავს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203