ახალციხის N5 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით თემაზე „საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე VIIIგ კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გაახსენეს 30 წლის წინ, 9 აპრილს მომხდარი მოვლენები და დაღუპული გმირები. მათ ლექსებით, ფრაზებით და სიმღერებით გამოხატეს თანაგრძნობა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ VIIIგ კლასის დამრიგებელი ნანა ტატალაშვილი და ამავე კლასის ისტორიის პედაგოგი სოფო მაისურაძე.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა, სკოლის დირექციასთან ერთად გადაინაცვლეს 9 აპრილის მემორიალთან, სადაც ყვავილებით და სანთლებით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები