ტყვიავის საჯარო სკოლაში 9 აპრილის შესახებ ღონისძიება ჩატარდა
15-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის ტყვიავის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. 

მათ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული ისტორიული პროცესები და წაიკითხეს 9 აპრილის თემატიკაზე შექმნილი ლექსები.  

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203