წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა შინმოუსვლელთა მემორიალი და უტუ მიქავას ძეგლი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამის სურვილი მოსწავლეებმა მას შემდეგ გამოთქვეს, რაც მასწავლებელმა მათ თემში არსებული კუტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაავალა.
მოსწავლეებმა თანაკლასელების წინაშე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები