ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-9(ბ) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, სოფიო გვენეტაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს სასწავლო პროექტი სახელწოდებით, „გალაკტიონი ანუ გალაქტიკა“.
მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკებში აღმოჩენილი წერილები, პოეზიის ნიმუშები, გაიხსენეს ცნობილ ადამიანთა მოგონებები და ისაუბრეს გალაკტიონის გრაფიკულ ჩანახატებზე.
მათ დიდი ინტერესითა და მონდომებით იმუშავეს პროექტზე და ბევრი ლამაზი სასწავლო რესურსიც შექმნეს პლაკატებისა და ვიდეოს სახით.
იხილეთ ფოტოები