მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლაში არსებული მრავალპროფილიანი კლუბის - „ცისარტყელა“ წევრმა მოსწავლეებმა სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართეს.
ღონისძიებაში როგორც დაწყებითი ასევე საბაზო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ისაუბრეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს კედლის გაზეთი, მხატრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია.
ღონისძიებას ქართულის, როოგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები